ბრაიდა: "ბარსელონა" პოგბაში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებდა"
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი არიედი ბრაიდა აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი პოლ პოგბაში 100 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებდა. ბრაიდამ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ნახევარმცველი "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნიატედში" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბრუნდება.
"კარგად უნდა დაფიქრდე, სანამ ფეხბურთელში 100 მილიონზე მეტს გადაიხდი. ზოგ კლუბს, სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან დიდი მოგება რჩება, რაც სატრანსფერო ბაზარზე სურათს ცვლის. აშკარაა, რომ დღეს, ყველა ფეხბურთელი, გარკვეულწილად, გადაფასებულია. ჩვენ პოგბას კარგად ვიცნობთ. ამ ფეხბურთელმა თავისი მაღალი კლასი სტაბილური ასპარეზობით დაადასტურა. პოლით" ბარსელონაც" ინტერესდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ტრანსფერში ამხელა თანხა მოითხოვეს, გადავწყვიტეთ, რომ ეს პირობები არ გვაწყობდა. უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ტრანსფერის ღირებულება, არამედ ფეხბურთელის ხელფასიც."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]