ბუსკეტსი: "დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ"

ბუსკეტსი: "დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ"

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა და გუნდის ერთ-ერთმა კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა, ესპანეთის სუპერ თასზე "სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კონკურენცია ნახევარდაცვაში

"რაც უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება, გუნდისთვის მით უკეთესი იქნება. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, კალენდარი ძალიან დატვირთულია და თუ ტრავმები არ შეგვაწუხებს, ყველა მათგანს მოვიგებთ."

საუკეთესო შემადგენლობა

"გუნდი უფრო მეტად გადახალისდა, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა, შემადგენლობის სიძლიერი სეზონის ბოლოს ფასდება."

პაკო ალკასერი

"ამ თემაზე საუბარი არ მინდა. ბევრი ფეხბურთელის სახელმა გაიჟღერა. თუ პაკო მოვა, მას მივესალმებით, მაგრამ ის სხვა გუნდში თამაშობს და ამას პატივი უნდა ვცეთ."

შეცდომები დაცვაში

"ამ საკითხზე ვღელავთ, რადგან დაცვაში რაც შეიძლება სოლიდურები უნდა ვიყოთ. წინასასეზონო მზადების დროს, ბევრი გოლი გავუშვით და ბევრიც გავიტანეთ. დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ."

სერხი სამპერი

"ის ძალიან ახაგაზრდაა. მან ყველაფერში უნდა მოუმატოს, რადგან როდესაც ახალგაზრდა ხარ, ამის ენთუზიაზმი გაქვს. სამპერს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ მან კიდევ უნდა მოუმატოს."

არდა თურანი შეტევაში

"ეს მისი ბუნებრივი პოზიცია არაა, მაგრამ არდას აქ არაერთხელ უთამაშია. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როდესაც თურანი ფლანგზე თამაშობს, ეს ნახევარდაცვასაც ეხმარება."

"სევილიას" მარცხი ევროპის სუპერ თასზე

"სჯობს თამაშისთვის მოგებით მოემზადო. სევილიელებმა თითქმის ბოლომდე გაძლეს, მაგრამ გოლი მაინც გაუშვეს. მათ ფიზიკური კონდიციების აღსადგენად საკმარისი დრო ჰქონდათ და ისინი ჩვენთან მატჩს კარგად მომზადებულები შეხვდებიან."

მეკარეები

"ბარსელონაში", ყველა პოზიციაზე ყოველთვის დიდი კონკურენციაა. ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს. ტრავმის მიღების შემდეგ, ტერ შტეგენს სურს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. ჩვენი მეკარეები ფენომენალურები არიან."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LeoMessi10
    სტუმარი [?]
    #5 14 აგვისტო 2016 15:44
    0
    ვინმე ძაან მაგარი მცველი უნდა ვიყიდოთ.ალვეშზე მწყდება გული ძაან მაგარი იყო.მჯერა რომ ტრიპლეტს დავდებთ.შარშანაც შეგვეძლო უბრალოდ არ გაგვიმართლა
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #4 13 აგვისტო 2016 22:46
    0
    კი ბუს დაცვა გვყავს მისახედი თორემ 4 შეხვედრაში ცხრა გოლი გავუშვით
    nnn
    სტუმარი [?]
    #3 13 აგვისტო 2016 21:00
    0
    chemi ocneba
    de gea
    belerini pike stounsi david alaba
    pogba buskeci iniesta
    messi suarez neymar
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #2 13 აგვისტო 2016 20:59
    0
    ჩემი აზრით ბარსელონას დაცვა მაშინ ჩავარდა როცა პუიოლი წავიდა pensive
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აგვისტო 2016 19:52
    0
    სუკეთესო ჩამშლელოოო!!