ვერმალენი: "რომას" "ბარსელონას" მსგავსი ფეხბურთის თამაში სურს"
"ბარსელონადან" "რომაში" განათხოვრებული ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი თავის ახალ გუნდზე საუბრობს და აცხადებს, რომ იტალიელები კატალონიელების მსგავსად თამაშს აპირებენ.
"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ყველა გულთბილად დამხვდა, რამდენიმე ფეხბურთელს კი უკვე ვიცნობდი, რაც ადაპტაციის პროცესს გაამარტივებს. მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის უკვე ვესაუბრე. მას უნდა, რომ გუნდი ბურთს ფლობდეს და პირველ ნომრად თამაშობდეს, რასაც მიჩვეული ვარ. "რომას" ისეთივე ფეხბურთის თამაში სურს, როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]