სამპაოლი რევანშით იმუქრება
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონასთან" საკუთარ კედლებში 0:2 წაგების მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.
"თავდამსხმელების ნაკლებობაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს. ეს პირველი თამაშია, რომელშიც გოლი ვერ გავიტანეთ. თუმცა, უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ყველა მატჩში გავიტანოთ.
მე-2 ტაიმში, მეტოქისთვის პრობლემების შექმნა ვერ მოვახერხეთ. თამაშის გარკვეული ასპექტები ვერ გამოვასწორეთ, რის შედეგადაც, "ბარსელონას" კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მიეცა. ამის მიუხედავად, "სევილიას" რევანშის შასნსი ჯერ კიდევ აქვს და ჩვენ ამას "კამპ ნოუზე" გავაკეთებთ."
"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის სუპერ თასის განმეორებითი თამაში 17 აგვისტოს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]