სამპაოლი: "ბურთი უნდა ვაკონტროლოთ"
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის წინ აცხადებს, რომ მისი გუნდი, კატალონიელებთან დაპირისპირებაში, აქცენტს ბურთის ფლობაზე გააკეთებს.
"ასეთი სტილით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ბურთის ფლობაა. თუ კატალონიელებს ამ ასპექტში წინააღმდეგობას გავუწევთ, სახიფათო მომენტების შექმნასა და თამაშის მოგება მოვახერხებთ.
შემტევი სტილის მიმდევარი მწვრთნელები მიყვარს, რადგან რასაც ისინი გვთავაზობენ, გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებს. ლუის ენრიკემ "ბარსელონას" სათამაშო სტილს მრავალფეროვნება შემატა.
ჩანს, რომ ლეო მესი ბედნიერია და ეროვნულ ნაკრებში მისი დაბრუნება დროის საკითხი იყო. მას თამაშის წყურვილი აქვს. ეს ფეხბურთელი გუნდებს შორის სხვაობას ქმნის და ის ყოველთვის სახიფათოა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]