შესაძლოა, მასიპი "ბილბაოს" წინააღმდეგ კარში ვიხილოთ
როგორც ვიცით, კატალონიის "ბარსელონა" უკვე არაოფიციალურად დატოვა ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ.
სწორედ ამ მიზეზის გამო, ახლა კლუბში მხოლოდ და მხოლოდ 2 მეკარეა დარჩენილი, რომელთა სიაშიც, ტრავმა მოუშუშებელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ხორდი მასიპი შედიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გერმანელი "ატლეტიკ ბილბაოსთან" გამოსვლას, ამიტომაც "ბარსელონას" მხოლოდ ერთი გზა ექნება ამ შემთხვევაში დარჩენილი და ეს ერთი გზა, მასიპია.
როგორც რობერტო ფერნანდესი იუწყება, ბრავოს "სიტიში" გადასვლა მანამ არ შეეძლება, სანამ იასპერ სილესენი არ გადმოვა "ბარსელონაში". რომლის ტრანსფერიც წესით და რიგით, მომავალ კვირას უნდა გამოაცხადონ ოფიციალურად, ლა ლიგის მეორე ტური კი კატალონიელებისათვის, შაბათს იწყება.
შეგახსენებთ, რომ მასიპი ბევრის გასაკვირად, ერთადერთი მეკარე იყო, რომელმაც ხუან გამპერის თასზე, წლევანდელ მატჩში, გოლი არ გაუშვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]