მუნირი "სპურსის" ინტერესის გამყარებას ელოდება
Sport-ის ცნობით, მურინმა გაანალიზა, რომ მიუხედავად მისი კარგი თამაშისა, ის მაინც საკმარისს სათამაშო დროს ვერ მიიღებს "ბარსელონაში", ამიტომაც ესპანელმა ფორვარდმა სერიოზულად დაიწყო ფიქრი, პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გადასვლაზე.
განსაკუთრებით მუნირის სიტუაციას ის ამძიმებს, რომ "ბარსელონას" რიგებს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ნეიმარი შეუერთდება და ამასთან ერთად, კატალონიელები გეგმავენ მეოთხე თავდამსხმელის გაფორმებას.
"ბარსელონა" მუნირის გაშვებას 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავს და ასევე კლუბი განიხილავს ესპანელის კონტრაქტში, უკან დასაბრუნებელი თანხის ჩაწერას.
ყველაზე მეტი ინტერესი მოთამაშის მიმართ, ინგლისურმა, "ტოტენჰემ ჰოტსპურსმა" გამოიჩინა, რომლებსაც ვანიამას გაფორმების მიუხედავად, ჰარი კეინის მეწყვილე შემტევი სჭირდებათ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოთამაშით გერმანული "შალკეცაა" დაინტერესებული, თუმცა მუნირს დიდი ალბათობით შვეიცარიელ, ბრილ ემბოლოსთან მოუწევს თავდამსხმელის პოზიციისთვის ბრძოლა.
ამიტომაც ყველაზე მეტად, მუნირი ჩრდილოეთ ლონდონური კლუბის ინტერესის გამყარებას ელოდება, რომლითაც შესაძლოა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ბოლო მოულოდნელი ტრანსფერი განხორციელდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]