ლუის ენრიკეს 100 გამარჯვებამდე 1 მოგება აშორებს
კატალონიის "ბარსელონას" თავკაცს, ლუის ენრიკეს, "ბლაუგრანას" მწვრთნელის რანგში 1 გამარჯვება აშორებს 100 მოგებამდე.
ენრიკეს მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს პეპ გუარდიოლას რეკორდული 100 გამარჯვების გამეორებამდე, რომელიც ახლანდელი მანჩესტერ "სიტის" მწვრთნელმა, 2008-12 წლებში მოახერხა.
გუარდიოლამ მისი მე-100 გამარჯვების მოპოვება კოპა დელ რეიზე, "კეუტას" წინააღმდეგ შეძლო.
განსაკუთრებით გასაოცარი კი ისაა, რომ ენრიკეს ამ ყველაფრის გაკეთება გუარდიოლაზე 13 მატჩით ადრე შეუძლია, თუ ის "ბარსელონასთან" ერთად მოახერხებს კვირას, "ბილბაოს" წინააღმდეგ გამარჯვებას.
ენრიკეს ასევე ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია უფრო მეტი გატანილი და უფრო ნაკლები გაშვებული გოლითაც.
სტატისტიკის მიხედვით, პეპის გუნდმა 100 გამარჯვების მოპოვება 339 გატანილი გოლით მოახერხა, ენრიკეს ფორმაციის "ბარსელონამ" კი 99 გამარჯვების განმავლობაში უკვე მოახერხა 359 გოლის გატანა.
ახლა გაშვებული გოლებიც განვიხილოთ. პეპს საკუთარი გუნდის მიერ მე-100 გამარჯვების მოპოვების შემდეგ გაშვებული ჰქონდა 108 გოლი, ენრიკეს "ბარსელონას" კარის აღება კი ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 91-ჯერ მოახერხეს.
რაც შეეხება ამ გამარჯვებების განმავლობაში მოპოვებულ ტიტულებს, როგორც ენრიკეს, ასევე პეპს, 8 ტიტული ექნებათ მოგებული.
პეპმა საკუთარი მე-100 გამარჯვების აღების შემდეგ, მესამე სეზონი 10 ტიტულით დაამთავრა, ამის გაუმჯობესება კი ლუჩოს მხოლოდ მაშინ შეეძლება, თუ "ბარსელონა" წელს კოპა დელ რეის, ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ეს კი "ბარსელონას" 2016/17 სეზონის გუნდისთვისაც კი საკმაოდ რთულად შესასრულებელი რამ იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]