შესაძლოა მასკერანომ და ტერ შტეგენმა "ბილბაოს" წინააღმდეგ ითამაშონ
როგორც Sport-ი იუწყება, ლუის ენრიკეს გუნდის მდგომარეობა "ბილბაოსთან" მატჩამდე, ოთხშაბათის ვარჯიშზე გაუმჯობესდა, რადგან ვარჯიშს მოულოდნელად ტერ შტეგენი და ხავიერ მასკერანო დაუბრუნდნენ.
რა თქმა უნდა "ბარსელონამ" ოფიციალურად არ დაადასტურა მოთამაშეების დაბრუნება, თუმცა ვარჯიშზე მყოფმა ფანებმა ვიდეო კადრების მოპოვებაც მოახერხეს ოთხშაბათის ვარჯიშის, რომელზედაც ტერ შტეგენიც და მასკერანოც გამოჩდნენ.
როგორც ვიცით, მასკერანოს ბარძაყის კუნთის დაძაბულობა ჰქონდა, რომელიც მან ესპანეთის სუპერთასზე, "სევილიას" წინააღმდეგ მიიღო.
რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, მას მუხლის ტრავმა ჰქონდა, რომლის გამოც დაბრუნება ვარჯიშზე ჯერ-ჯერობით არ უწევდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]