ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც შესაძლოა წარიმართოს "ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე
როგორც ვიცით, კატალონიის "ბარსელონა", ბოლო წლების განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე, მუდმივად რთულ მოწინააღმდეგეებს ხვდება და თუ ეს ყველაფერი როგორც ზეპ ბლატერი ამბობს, ცივი და ცხელი ბურთებით არის გამოწვეული, მაშინ ჩვენი საყვარელი კლუბი შესაძლოა წელსაც საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს.
წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონას" მოუწია: "რომას", "ლევერკუზენის" და "ბატე ბორისოვის" წინააღმდეგ ბრძოლა.
იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი, რომლის ბოლოსაც ტრიპლეტი მოვიგეთ, მოგვიწია: "აიქსთან", პსჟ-თან და აპოელ-თან დაპირისპირება.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ წელს შესაძლოა საერთოდ ე.წ. სიკვდილის ჯგუფში ვიასპარეზოთ, რომელშიც დანარჩენი ქვეყნების საუკეთესო გუნდები იქნებიან.
არის იმის შანსი, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მოგვიწიოს: "დორტმუნდთან", "ტოტენჰემთან" და "მონაკოსთან" დაპირისპირება.
ასევე შესაძლოა "მონაკო" "მანჩესტერ სიტიმ" ჩაანაცვლოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში.
ეს ყველაფერი კი განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს შანსებს, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც შეამცირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 41 ]