"ბარსელონა" ალკასერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ადასტურებს
როგორც Sport-ი იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" პროფესიონალური სპორტების დირექტორმა, ალბერტ სოლერმა აღიარა, რომ გუნდი მართლაც ცდილობს "ვალენსიის" 22 წლის ესპანელი თავდამსხმელის, პაკო ალკასერის გაფორმებას.
"სანამ ყველაფერი ოფიციალური არ გახდება, იქამდე არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენ სპეკულირებას არ ვაპირებთ და გვსურს საქმიანობა გავაგრძელოთ." - განაცხადა სოლერმა.
"ბარსელონა" საკმაოდ დიდი სიფრთხილით ეკიდება პაკო ალკასერის ტრანსფერს. ესპანელი შემტევი, ლუის ენრიკეს სასურველი მოთამაშეების სიაში შედის, თუმცა კლუბის შენელებას, "ვალენსიის" მოთხოვნა იწვევს, რომლის მიხედვითაც ისინი მუნირ ელ ჰადადის სანაცვლოდ, ალკასერის სატრანსფერო ღირებულებას ამცირებენ.
დიდი ალბათობით, ამ ტრანსფერში მონაწილეობას ვერ მიიღებს სერხი სამპერი, რადგან იგი ფაქტობრივად უკვე გადავიდა იჯარის წესით "გრანადაში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]