"ვალენსიას" მწვრთნელი: "ალკასერს წასვლა უნდა"
როგორც Sport-ი იუწყება, "ვალენსიის" მწვრთნელი, პაკო აიესტარანი უკვე დაიღალა 22 წლის ესპანელი თავდამსხმელის, პაკო ალკასერის ტრანსფერის შესახებ ლაპარაკით.
"ჩვენ რიგებში ალკასერი მისი შესანიშნავი თამაშის გამო ირიცხება. ის ჯერ-ჯერობით ისევ "ვალენსიას" ფეხბურთელია. მუსტაფის შემთხვევის მსგავსად, შემოთავაზება მის ტრანსფერზეც გვაქვს, რომელსაც კლუბი განიხილავს."
"ალკასერს უნდა ვკითხოთ, რატომ სურს მას კლუბის დატოვა. ამჟამინდელი სიტუაციით, "ეიბართან" მისი თამაში სავსებით ლოგიკურია."
"შესაძლოა ეს კლუბისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს, მაგრამ არსებობს გარიგებები, რომლებიც რაციონალური არაა. მეტს ვერაფერს გეტყვით."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]