10 ფაქტი პაკო ალკასერის შესახებ
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი გვთავაზობს 10 ფაქტს გუნდის ახალწვეულის, პაკო ალკასერის შესახებ, რომლებიც კატალონიელთა გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ.
1. პაკო ალკასერი დაიბადა ქალაქ ტორენტში;
2. ისევე, როგორც ლუკა დინი, სამუელ უმტიტი, რაფინია ალკანტარა და ანდრე გომეში, პაკო ალკასერიც 1993 წელსაა დაბადებული;
3. 2010/11 წლების სეზონში, როდესაც, ესპანეთის თასზე, ალკასერს "ვალენსიას" პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, ის მხოლოდ 17 წლის იყო;
4. ალკასერს, ლა ლიგაში, სულ 47 გოლი აქვს გატანილი. "ხეტაფე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მან ერთ სეზონში 4 გოლი გაუტანა;
5. ლა ლიგაში დებიუტი ალკასერს 2011/12 წლების სეზონში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჰქონდა;
6. პაკო ალკასერი მე-11 ფეხბურთელია, რომელიც "ვალენსიადან" "ბარსელონაში" გადმოვიდა;
7. "ბარსელონაში" მის ახალ თანაგუნდელთან, დენის სუარესთან ერთად, ალკასერმა, 2012 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო;
8. "ვალენსიაში" ყოფნის დროს, პაკო ალკასერი ჟერემი მატიესა და ანდრე გომეშის თანაგუნდელი იყო;
9. გასულ სეზონში, ალკასერი "ვალენსიას" ერთ-ერთი კაპიტანი იყო. ის ლა ლიგაში გუნდის საუკეთესო ბომბარდიდი გახდა 13 გოლით;
10. ესპანეთის ეროვნული გუნდის მაისურით პირველი გოლი ალკასერმა მაკედონიის ნაკრებს გაუტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]