"ბარსელონას" განაცხადი "ბილბაოსთან" მატჩისთვის
კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც ლუის ენრიკემ, "ბილბაოსთან" მატჩისთვის წაიყვანა სათამაშოდ.
სანამ ამ სიაში მყოფ მოთამაშეებს ჩამოგითვლით, იქამდე გეტყვით, რომ განაცხადში ენრიკემ არ შეიყვანა ანდრეს ინიესტა და ჟერემი მატიე, რომლებსაც ტრავმა ჯერ კიდევ არ აქვთ მოშუშებული. სამაგიეროდ, "ბარსელონას" ტერ შტეგენი და ხავიერ მასკერანო დაუბრუნდნენ, რომლებსაც ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.
ასევე ვიცით, რომ ნეიმარი ბრაზილიაში ყოფნის გამო ვერ იასპერეზებს შეხვედრაში, სილესენს კი საერთოდ თამაშის უფლება არ აქვს დოკუმენტების სიმცირის გამო.
ახლა კი სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი, თურანი, ლ. სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, მუნირი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბილბაოს" წინააღმდეგ, 28 აგვისტოსს, თბილისის დროთ 22 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]