ნეიმარმა 125 ათასი ევრო ჯარიმა გადაიხადა
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორი იძულებული გახდა თავისი ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ 125 ათასი ევრო გადაეხადა.
ნეიმარს 2007-2008 წლებში გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ "სანტოსში" თამაშობდა. ბრაზილიელს 460 ათასი ბრაზილიური რეალის გადახდა დაეკისრა, რაც დაახლოებით 125 ათასი ევროა.
ნეიმარმა გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტა, მაგრამ სანამ მისი საჩივარი საბოოლოო ინსტანციამდე მიაღწევდა, ფეხბურთელმა ჯარიმის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]