"ბარსელონა" ბაუსას განცხადებით უკმაყოფილოა
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ედგარდო ბაუსას კომენტარმა გააღიზიანა. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.
"ალბისელესტეს" დამრიგებელმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბს ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში გაშვება ტრავმის გამო არ სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდთან ერთად ყოფნა ამჯობინა.
წყაროს ცნობით, კლუბში მესის უბრალოდ რეკომენდაცია მისცეს, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს, ფრთხილად ყოფილიყო და ტრავმა არ გაემიზეზებინა. ნაკრებში თამაშზე უარის თქმაზე საუბარიც არ ყოფილა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]