რაკიტიჩმა "იუვენტუსი", "ჩელსი" და "მანჩესტერი" უარით გაისტუმრა
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენით 3 ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მაგრამ 28 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდში დარჩენა ამჯობინა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რაკიტიჩს ტურინის "იუვენტუსი", ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იწვევდნენ. ამის მიუხედავად, ხორვატმა შუახაზელმა გადაწყვიტა, "ბარსელონაში" დარჩენილიყო. მისი გაშვება არც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში შედიოდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]