რაკიტიჩი "იუვენტუსის" სატრანსფერო პრიორიტეტი გახდა

რაკიტიჩი "იუვენტუსის" სატრანსფერო პრიორიტეტი გახდა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო პრიორიტეტებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. ელ მუნდო დეპორტივოს ცნობებზე დაყრდნობით, ზაფხულში ხორვატმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "ბებერი ქალბატონი" უარით გაისტუმრა.

როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი დანებებას არ აპირებს, რადგან რაკიტიჩს პოლ პოგბას იდეალურ შემცვლელად აღიქვამს.

სამი ხედირას ხშირი ტრავმიანობისა და კლაუდიო მარკიზიოს სერიოზული დაზიანების გამო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკიტიჩი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსის" მთავარი სამიზნე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველის ხელშეკრულება "ბარსელონასთან" 2019 წელს იწურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონზე რაკიტიჩმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და აქტივში 2 გოლი ჩაიწერა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #6 4 ოქტომბერი 2016 16:27
    0
    რაკეტა ჩვენია არ იყიდებააააა
    zura1988
    სტუმარი [?]
    #5 4 ოქტომბერი 2016 16:25
    0
    ეხლა ამათმაც უნდა დაადონ რაკეტას დიდი ფასი....100მილიონი.... smiley
    MNS 9 10 11
    სტუმარი [?]
    #4 4 ოქტომბერი 2016 10:39
    0
    ეს არ იყიდებაა
    messi456
    სტუმარი [?]
    #3 4 ოქტომბერი 2016 08:50
    0
    ეს სრ გაყიდონ კაროცჰე ტორე დარხეული აქ გუნდს მაგრა მევასება

    ესდა ინი რო არ ეყე ა მაგიტო წავავაგეტ
    benchik
    სტუმარი [?]
    #2 4 ოქტომბერი 2016 01:20
    0
    წესით არუნდა გაყიდონ მაგრამ თუ გაყიდიან მინიმუმ 60-65 მილიონად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ოქტომბერი 2016 00:38
    0
    ციტატა: Kaiser
    ჩემი პირველი სიახლე ბარსამანიაზე ! heart_eyes

    ეს ერთი და სხვა მრავალი, არ გავარტყი იუვეს ეს კაცი ბარსას სჭირდება, გუშინდელ თამაშშიც დამტკიცდა