მესი: "არ შემეძლო არ დავბრუნებულიყავი"
"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი, ურუგვაისთან მოგებული თამაშის (1:0) შემდეგ ეროვნულ გუნდში დაბრუნების მიზეზზე საუბრობს.
"ახალ მწვრთნელთან, ბაუსასთან და ფეხბურთელებთან საუბრის შემდეგ, არ შემეძლო ნაკრებში არ დავბრუნებულიყავი. ჩვენ გუნდში დარწმუნებული ვარ. ცოტა ხნის წინ წაგებული ფინალის მიუხედავად, ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ნაკრებიდან წასვლა გადავიფიქრე და ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ისევ აქ ვარ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]