აბიდალი: "ბარსელონა" მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

აბიდალი: "ბარსელონა" მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

"ბარსელონას" ყოფილი ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი კატალონიურ გუნდსა და მის არგენტინელ ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

ცოტა ხნის წინ, "ბარსას" წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ. აბიდალს ეჭვი არ ეპარება, რომ ასეც მოხდება.

"ბარსელონა" მესის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დარწმუნებული ვარ, ლეო აქ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს."

"სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და ასეთ დროს, ძნელია შეაფასო, რა შეუძლია გუნდს და რა არა. გუნდი ძალიან ძლიერია. შემადგენლობას რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდა, რომლებიც მას კიდევ უფრო გააძლიერებენ. მათ ადაპტაცია ჭირდებათ, მაგრამ უკვე ყველამ ვიცით, რომ "ბარსელონას" მიზანი ყველაფრის მოგებაა და ვფიქრობ, გუნდს ეს შეუძლია.

ნიჭიერი ფეხბურთელები დავიმატეთ და ისინი გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ, მაგრამ მათი თამაშის შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #4 3 სექტემბერი 2016 20:17
    0
    აბიდალ რა მაგარი იყავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 სექტემბერი 2016 23:19
    0
    შენ კი არა მგონი მთელ მსოფლიოს ვერ წარმოუდგენია :))) აბი რა მაგარი კაცი იყოოო
    Alex)
    სტუმარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2016 22:52
    0
    writer საგოლ
    takasha_350
    სტუმარი [?]
    #1 2 სექტემბერი 2016 22:51
    0
    ვალდეს რატო არ ათამაშებენ მიდლსბროში?