ფერნანდესი: "საეჭვო მხოლოდ ის იყო, გაუძლებდა თუ არა უმტიტი ზეწოლას"

ფერნანდესი: "საეჭვო მხოლოდ ის იყო, გაუძლებდა თუ არა უმტიტი ზეწოლას"

წარსულში ცნობილი ესპანელი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი, რომელიც ფრანგულ ფეხბურთსაც იცნობს, "ბარსელონას" ახალწვეულის, სამუელ უმტიტის შესახებ საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

"მიმაჩნია, რომ უმტიტი სიტუაციას კარგად უმკლავდება. მან გუნდში ინტეგრირება მოახდინა და ეს ფეხბურთელი ყოველთვის უმაღლესი კონცენტრაციით თამაშობს.

სამუელის შესანიშნავი თვისებების შესახებ ყველამ ვიცოდით. საეჭვო იყო მხოლოდ, გაუძლებდა თუ არა ის "ბარსელონაში" არსებულ ზეწოლას. ამ კლუბში ხომ ფეხბურთელებს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. შესამჩნევია, რომ უმტიტის "ბარსელონაში" წარმატების მიღწევის დიდი სურვილი აქვს." - ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    barcamaria
    სტუმარი [?]
    #1 14 ნოემბერი 2016 15:11
    0
    ნამდვილად ტანამედროვე ფეხბურთის "მარგალიტი" აღმოაჩინა ბარსამ