რობერტო: "იმედი მაქვს, მესის ტრავმა სერიოზული არაა"

რობერტო: "იმედი მაქვს, მესის ტრავმა სერიოზული არაა"

"ბარსელონას" 24 წლის უნივერსალმა, სერჟი რობერტომ, გუშინ გამართული პრესკონფერენციის დროს, ლიონელ მესის ტრავმაზე, მარჯვენა მცველად თამაშსა და ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.

"ფეხბურთელებს მსგავსი ტიპის ტრავმები აწუხებთ ხოლმე და იმედი მაქვს, მესის სერიოზული არაფერი ჭირს. მასთან, ან სხვა თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. ორშაბათის თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენს ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ შევხედავთ.

დაცვის მარჯვენა ფლანგი ის პოზიციაა, სადაც თამაშითაც ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ და ეს, ჩემთვის, ძალიან კარგია.

ნაკრების მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის "ბარსელონას" მსგავსი ფილოსოფია აქვს. მას ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგი, თამაშის კონტროლი და სიღრმიდან თამაში მოსწონს." - განაცხადა რობერტომ.

ხვალ, ესპანეთის ნაკრები, რომლის განაცხადში სერჟი რობერტოცაა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ლიხტენშტაინს უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #3 5 სექტემბერი 2016 14:23
    0
    ჩვენ იმედი გვაქვს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 სექტემბერი 2016 23:41
    0
    სისწრაფეს მოუნატოს და დალშე არავის დაუდებს ტოლს მარჯვენა ფლანგელებს.
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2016 14:48
    0
    Roberto zalian nicieri axalgazrdaa asee gagrzele da bevrs miagwev