სერჟი რობერტო: მსოფლიოს თასზე თამაში ჩემი ოცნებაა
"ბარსელონას" უნივერსალმა ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის - ესპანეთის ნაკრებზე. მან განაცხადა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მისი ოცნებაა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის.
"რა თქმა უნდა, მსოფლიოს თასზე ნაკრებთან ერთად წასვლა ჩემი ოცნებაა. ახლა, ამასთან ახლოს ვარ და იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი ამის შანს მომცემს. მიზნის მისაღწევად ბევრ შრომას ვაპირებ".
ლოპეტეგის ხელმძღვანელობით რობერტოს ნაკრებში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის შანსი, რომ ის ზაფხულისთვის 23 კაციან განაცხადში მოხვდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]