მესი: "სანერვიულო არაფერია"
"ბარსელონას" ლიდერმა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, დღეს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, თავის Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრები დაამშვიდა.
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მესის მარცხენა ფეხის კუნთის მცირე დაზიანება აქვს და მას სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ შეუძლია. ოფიციალური ცნობის გავრცელებამდე, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არ იყო გამორიცხული, მესის ოპერაცია დასჭირვებოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
"ყველაფერი კარგადაა. დატვირთვას უნდა მოვუკლო და ფიზიოთერაპევტთან ერთად ვიმუშავო. თუმცა, სანერვიულო არაფერია. დიდი მადლობა ხმარდაჭერისთვის." - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]