ლა ლიგის შეფი ტემპერატურაზე საუბრობს
ლა ლიგის პრეზიდენტი - ხავიერ ტებასი რადიო El Partidazo de Cope-სთან საუბარში ლა ლიგაში მატჩების დაწყების დროს არსებულ მაღალ ტემპერატურაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, 370-380 ტემპერატურაზე ფეხბურთის თამაში უფრო ძნელდება.
ჟურნალისტებმა ტებასს კითხვა სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემაზე დაუსვეს და ამავე დროს კითხეს, თუ რატომ არ იმართება მატჩების უმრავლესობა ღამით ამ მიზეზის გამო: "ჩევნ ვესაუბრეთ მსაჯების კომიტეტს და დავრწმუნდით, რომ ყოველ მატჩზე არის უამრავი შესაძლებლობა იმის, რომ ფეხბურთელებს ჰქონდეთ სასმელი წყალი და ატმოსფერო იყოს დატენიანებული საკმარისად, მაგრამ ჩვენ ზოგიერთი მატჩის დაწყების დრო შევცვალეთ. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ ქალაქში ღამეც იგივე ტემპერატურაა, რაც დღისით." - აცხადებს ტებასი.
ასეთი პირობები კი, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის კარგი ნამდვილად არაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]