„ალავესის“ მწვრთნელი: „ბარსელონასთან“ გამარჯვება? ფეხბურთში ყველაფერი ხდება“
"ალავესის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პელეგრინომ ლა ლიგის III ტურში "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ (2:1) კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც ძალები არათანაბარია, აუცილებელია მეტოქეს დისკომფორტი შეუქმნა. ჩვენ ძალიან კარგად გავისარჯეთ, თამაშიც ჩვენი სცენარით მიმდინარეობდა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ველოდებოდით, რომ "ბარსელონა" ძალიან ბევრ მომენტს შექმნიდა, თუმცა გოლი სტანდარტიდან გავუშვით. ამაზე ბევრი უნდა ვიმუშავოთ. ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო მოვუმატებთ." - განაცხადა, პელეგრინომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]