დენის სუარესი: "ცუდად ვითამაშე"
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი დენის სუარესი "ალავესთან" გამართული თამაშის (1:2) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აღიარებს, რომ პირადად მან ცუდად ითამაშა.
"ცუდად გამოვიყურებოდი. კარგად ვერ ვითამაშე.
იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ სამშაბათს მორიგი მნიშვნელოვანი თამაში გველის.
დღევანდელ მატჩში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით. ცუდად ვითამაშე, მაგრამ თავი მაღლა უნდა ავწიოთ და წინსვლა განვაგრძოთ.
შეხვედრის ბოლოს, მეტოქე დაცვაში დიდი ძალებით ჩადგა და ამ ბარიერის დაძლევა ვერ მოვახერხეთ.
ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში უძლიერესი ლიგაა და შენი დამარცხება ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია. თუმცა, ლა ლიგა ახლა დაიწყო და იმედი მაქვს, "კამპ ნოუზე" მეტჯერ აღარ წავაგებთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]