მატჩის განხილვა „ბარსელონა“ - „სელტიკი“

მატჩის განხილვა „ბარსელონა“ - „სელტიკი“

გთავაზობთ, goal.com-ის მიერ შემოთავაზებულ მატჩის განხილვას.

შემადგენლობები:

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სერჟი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, ანდრე გომეში, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, ნეიმარი.

"სელტიკი": დე ვრისი, ლუსტიგი, ტურე, სვიაჩენკო, ტირნი, ბიტონი, რობერტსი, გამბოა, ბრაუნი, სინკლერი, დემბელე.

ცვლილებები:

"ბარსელონა":

რაკიტიჩი - ინიესტა 46

ბუსკეტსი - რაფინია 61

"სელტიკი":

რობერტსი - არმსტრონგი 68

სვიაჩენკო - ო'კონელი 68

ბიტონი - მაკგრეგორი 76

ბარათები:

"ბარსელონა": ტერ შტეგენი 24, რაკიტიჩი 40 (ყვითელი).

"სელტიკი": ბრაუნი 56 (ყვითელი).

გოლები: 1:0 მესი 3, 2:0 მესი 27, 3:0 ნეიმარი 50, 4:0 ინიესტა 59, 5:0 მესი 60, 6:0 სუარესი 75, 7:0 სუარესი 88.

შენიშვნა: "სელტიკმა" 24-ე წუთზე ვერ მოახერხა პენალტის რეალიზება.

მატჩის განხილვა:

"ბარსელონამ" დაიწყო თავის გზა მე-6 ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის "სელტიკთან" 7-0 გამარჯვებით.

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ნეიმარმა და ინიესტამ თითო-თითო ბურთები გაიტანეს, ხოლო სუარესმა 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, ნეიმარის 4 საგოლე პასი.

პირველ ტაიმში მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე გაიტანა ლამაზი გოლი ნეიმართან კომბინაციით. ტერ შტეგენმა კი აიღო პენალტი, რომელიც თავად აიკიდა.

გოლის გარდა მესის ასევე ჰქონდა კარგი მომენტი - "სელტიკის" ფეხბურთელის ეფექტური მოტყუების შემდეგ, მან ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ცოტათი ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ნეიმარმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა საჯარიმოსთან ახლოდან, ასევე გაატანინა ინიესტას. მე-60 წუთზე მესიმ კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ბრენდან როჯერსს კი საღამო ბოლოს ლუის სუარესმა ჩაუშხამა, რომელმა დუბლი შეასრულა.

ახლა დაწვრილებით განვიხილოთ გოლები:

პირველი გოლი მესიმ მესამე წუთზე გაიტანა, როცა კუთხურის გათამაშების შემდეგ, ნეიმარმა კარგად მოძებნა მესი, რომელმაც შორეულ კუთხეში დაარტყა და გოლიც გაიტანა.

მოგეხსენებათ, ტერ შტეგენმა პენალტი აიღო, ამის შემდეგ "ბარსას" ფეხბურთელებმა ზედიზედ 19 პასი გააკეთეს და მეორე გოლიც გაიტანეს, აღსანიშნავია ბოლო პასები - ანუ მესის და ნეიმარის კომბინაცია.

მესი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჰეთ-თრიქი გატანილი, ჯარიმის დარტყმის უფლება ნეიმარს მისცა, რომელმაც ის ბრწყინვალედ შეასრულა და მეკარისგან მაღალ მარჯვენა კუთხეში, თითქმის აუღებელი დაარტყა.

მომდევნო გოლი ინიესტამ გაიტანა, რომელიც ცვილილებაზე შემოვიდა. ნეიმარმა ჩააწოდა, ინიესტამ კი ერთი შეხებით ჰაერში, ბურთის მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და გაიტანა კიდეც.

მესიმ ჰეთ-თრიქი მაინც შეასრულა. მეკარის საჯარიმოში პასის შემდეგ, მესიმ ვარდნაში მოახერხა გოლის გატანა - 5-0.

ბოლო ორი გოლი კი სუარესმა გაიტანა. მან ჯერ ნეიმარის პასით მოახერხა გოლის გატანა, შემდეგ მესის გამჭოლი გადაცემით.

მატჩის სტატისტიკა:

ფეხბურთელთა შეფასებები იხილეთ აქ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.