"ბარსელონამ" შარლოტში სკოლა გახსნა
კატალონიის "ბარსელონა" ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლების გახსნას განაგრძობს. ასეთი სკოლების რაოდენობას კი ახლა ჩრდილოეთ კაროლინაში, კერძოდ კი შარლოტში გახსნილი სკოლა შეემატა.
"ბარსელონას" სკოლა ოფიციალურად კვირას წარადგინეს წვეულებაზე, რომელსაც ქალაქ შარლოტის მენეჯერის მოადგილე, რონ კიმბლე დაესწრო. კატალონიელთა მხრიდან კი "ბარსელონას" სკოლის დირექტორი, ოსკარ გრაუ, ჩრდილოეთ ამერიკაში პროექტების დირექტორი, ფრანკ კარბო და შარლოტში, "ბარსელონას" სკოლის ტექნიკური დირექტორი, პაუ კასასა იყვნენ წარმოდგენილები.
შარლოტის "ბარსელონას" სკოლაში, 3 სექცია იქნება: საკონკურენტო პროგრამა, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, ელიტური ვარჯიში იგივე ასაკის ბავშვებისთვის და ტექნიკური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ.
"ბარსელონას" სკოლას შარლოტში, ეყოლება 8 მწვრთნელი და 1 ფიზიოთერაპევტი. თვითონ სკოლა ქალაქის ცენტრიდან 5 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს და მასში 12 სტადიონია განთავსებული, გამოსაცვლელ ოთახებთან და დასაჯდომ სკამებთან ერთად.
შარლოტში, "ბარსელონას" სკოლის ინაგურაციის კვირას, ასევე გაიხსნა ნიუ-ორკში კლუბის პირველი ოფისი, რომელსაც გუნდის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუც დაესწრო.
ახალი სკოლის გახსნის დღეს, კლუბის პრეზიდენტმა ასეთი რამ განაცხადა: "ერთ-ერთი მთავარი პროექტი არის "ბარსელონასთვის" საფუძვლის ჩაყრა და ქვეყნის გარშემო მთელი რიგი "ბარსელონას" სკოლების შექმნა, რომელიც პროექტის განხორციელებას დაეხმარება."
შარლოტის სკოლით, "ბარსელონას" უკვე მთელს მსოფლიოში 20 სკოლა აქვს გახსნილი, მომავალ კვირებში კი ახალი სკოლები გაიხსნება: მოსკოვში, ოტავაში, მუმბაისა და ლაგოსში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]