ლა ლიგა ნეიმარის ტრანსფერის საკითხით დაინტერესდა
ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული საქმე ჯერ არ დასრულებულა მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" დირექტორებმა და ესპანურმა სასამართლოებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კლუბი ჯარიმის გადახდას დათანხმდა. კატალონიური რადიოს ცნობით, საქმე იმაშია, რომ ლა ლიგამ საქმე განაახლა და მეტი ინფორმაცია მოითხოვა.
წყაროებმა "ბარსელონადან" და ლა ლიგიდან, მათ შორის კი პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც, უკვე დაადასტურეს, რომ ორგანიზაცია, კლუბის სამართლებრივ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებას ითხოვს.
ფინანსური თაღლითობის აღიარებით, "ბარსელონამ" თავიდან აიცილა სასამართლო პროცესის გაჭიანურება და პრეზიდენტ ბართომეუს ბრალდება მოუხსნეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]