პაკო ალკასერის ინტერვიუ
"ბარსელონას" ახალწვეული ნელ-ნელა ეჩვევა კატალონიურ გუნდს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი სამეული თამაშობს. კლუბის მედიასთან საუბრისას პაკო ალკასერმა განაცხადა, რომ ძნელი იქნება სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება. "საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა მესის მსგავსი ფეხბურთელი. მასთან ერთად თამაში პრივილეგიაა. ასევე დიდი პატივია ლუის სუარესის, საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელის, თანაგუნდელობა. ძალიან მახარებს სუარესთან ერთად ასპარეზობა." ალკასერმა ნეიმარიც შეაქო: "იგი ძალიან ახალგაზრდაა და სიამოვნებას იღებს ფეხბურთით."
23 წლის შემტევმა ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი. "როდესაც "ბარსას" ინტერესის შესახებ გავიგე, ვერ ვიჯერებდი. ძალაინ ძლიერი გრძნობა გეუფლება, როდესაც ასეთი დიდებული კლუბი გიწვევს."
ალკასერმა საკუთარი თავიც დაახასიათა: "ინტუიცია და გოლის ალღო მაქვს. 100%-ით დავიხარჯები ნებისმიერ მატჩში და სავარჯიშო სესიაზე. აქ მაქსიმუმის გასაკეთებლად ვარ."
ბოლოს პაკომ თავისი ყოფილი გუნდი გაიხსენა: "ყველაფერს "ვალენსიას" ვუმადლი, რადგან სწორედ იქ მქონდა გაზრდისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობა. კლუბმა გამხადა უკეთესი ფეხბურთელი და პიროვნება, რაც აქ მოსვლაში დამეხმარა. "ვალენსიას" ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]