პაკო: "მესისთან ერთად თამაში დიდი პატივია"
ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩის შემდეგ, "ბარსელონას" ფორვარდმა, პაკო ალკასერმა კომენტარი გააკეთა.
"მეორე ტაიმში, სტანდარტული სიტუაციიდან გოლი გავუშვით და ანგარიში 2:1 გახდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი შევძელით.
სიტყვებით ვერ შევაფასებ მესის ღვაწლს გუნდისა და გულშემატკივრების წინაშე. მე მხვდა წილად ლეოს თამაშის ხილვისა და მასთან ერთად "ბარსელონას" ღირსების დაცვის ბედნიერება.
რაც შეეხება პენალტის, მოსალოდნელი იყო, რომ მას რაკიტიჩი შეასრულებდა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ მასკერანოსთვის საკუთარი ანგარიშის გახსნის შანსი მიგვეცა და მან ეს გააკეთა."-განაცხადა პაკო ალკასერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]