Crackovia (+3)
გთავაზობთ კრაკოვიას კიდევ სამ სერიას.
ამ სერიაში სიტუაცია ხდება სტადიონზე, სადაც ბასკები და კატალონიელები ესპანეთის ჰიმნს სტვენით ხვდებიან. ეს ყველაფერი განხილვის საგანი ხდება კეიტასთვის, პუიოლისთვის და პიკესთვის.
კეიტა: პსტ! პსტ! პუი! პუი! რატომ ხვდება ხალხი სტვენით ესპანეთის ჰიმნს?
პუიოლი: იმიტომ რომ არც ბასკები და არც კატალონიელები არ თვლიან თავს ესპანელებად.
კეიტა: ააა, გასაგებია. მაგრამ თუ ეგრეა მაშინ პიკეს რაღა აცეკვებს?
პიკე: აი სიმღერაც ამას ქვია! რა ხდება? რას ამბობს კეიტა?
პუიოლი: ბაააჰ, მნიშვნელობა არ აქვს... მისმინე კეიტა, უმეტესობა კატალონიელებს ურჩევნიათ ითამაშონ კატალონიის ნაკრებში და არა ესპანეთში.
კეიტა: ააა, გასაგებია. მაგრამ თუ ეგრეა მაშინ ორივე ესპანეთის ნაკრებში რატომ თამაშობთ?
პუიოლი: იმიტომ რომ... თუ გამოძახებული ხარ უნდა ითამაშო... არვიცი, პიკე უფრო კარგად აგიხსნის.
პიკე: მეე? არა, მირჩევნია პუიმ აგიხსნას.
პუიოლი: არა, პიკე აგიხსნის!
პიკე: არა, პუი!
პუიოლი: პიკე!
პიკე: პუი!
პუი: პიკე!
პიკე: პუი!
პუიოლი: საკმარისია! შენ კიდე კეიტა მოეშვი ასეთი შეკითხვებს დასმას, თორემ უკვე გვაბრაზებ. ეშმაკმაც დასწყევლოს!
ბოიანი: ჰეი! დაბლა! ღმერთო! და ახლა მე ავუხსნი კეიტას თუ რატომ მქვია "ბიჭი ლინიოლადან". არადა სინამდვილეში მოლერუსადან ვარ. მამაჩემი სერბია, დედაჩემი კატალონიელი, ხოლო მე ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობ და თუ კარგად არ ვითამაშებ ინგლისში გადასვლა მომიწევს.
ამ სერიაში საუბარია ბოიანის სათადარიგოთა სკამზე ჯდომაზე.
პეპი: ტიტო, რამდენი ხანია დარჩენილი თამაშის დასრულებამდე?
ტიტო: დიდი ხანი. მატჩი ხომ სულ ახლახანს დაიწყო.
პეპი: ჰეი, ბავშვო, ბავშვო. ადექი, გახურების დროა.
ბოიანი: ასე მალე? ვაააა.
მე–12 წუთი.
მე–20 წუთი.
45–ე წუთი.
68–ე წუთი.
74–ე წუთი.
90–ე წუთი.
ბოიანი: კარგით რა მისტერ, მე ყოველთვის ვიტან გოლს და უკვე დამატებითი დრო დაიწყო.
პეპი: დარწმუნებული ხარ რომ კარგად გახურდი?
ბოიანი: რა თქმა უნდა! ვინთები და ვიწვი ისე მინდა თამაში. შეხედე!
პეპი: შესანიშნავია. ეგრე იყავი. არ გაინძრე. ცოტა აცივდა... ჰეი, მარტინ კასერესს უთხარი მოემზადოს. იგი შეცვლის მესის.
ეს სერია არის აგებული "ბარსელონას" შესანიშნავ გამარჯვებაზე "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ.
გვარდიოლა: მიდით ვიჭებო! უფრო ბრძნულად უნდა ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ იმის გამეორება, რაც "ბაზილეასთან" შეხვედრისას მოხდა. ღმერთო! იმის შემდეგ, რაც სტადიონზე ცოტა გულშემატკივარია, ექოც კი ისმის... გოოლ! ყოჩაღ მესი, ყოჩაღ! რა გითხრა ეგეთი მარადონამ ასე კარგად რომ თამაშობ?
მესი: მითხრა, რომ ხაზთან ყოველთვის ახლოს უნდა ვითამაშო და მას უნდა გავყვე.
გვარდიოლა: ხაზთან ყოველთვის ახლოს ითამაშო, მას გაყვე... გოოლ!... გოოლ!... გოოლ!... გოოლ! ეს კარგია.
პუიოლი: გოლ მისტერ, მეექვსე. ანრიმ გაიტანა.
გვარდიოლა: (შეშინებული) თავის კარში გაიტანა?... რა ხდება, რა ხდება სამუელ?
ეტო'ო: უკვე იმდენი გოლი გავიტანე, რომ აღარ ვიცი როგორ აღვნიშნო.
პუიოლი: გოლი ძალიან იშვიათად გამაქვს, მაგრამ როცა გავიტან აი ასე აღვნიშნავ... გოლ.
გვარდიოლა: ხო, მემგონი კარგია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]