დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია

დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ჩასატარებელ შეხვედრამდე გაიმართა მადრიდელების მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს პრესკონფერენცია, რომლის დროსაც არგენტინელმა მეტოქე შეაქო. " "ბარსა" დღემდე დიდებულად თამაშობს. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ როგორც ერთად, ისე ინდივიდუალურად. ჩემპიონთა ლიგის გარდა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგეს."

"ატლეტიკომ" ორჯერ გამოთიშა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ დიეგო სიმეონეს არასდროს არ მოუგია "კამპ ნოუზე": "ჩვენ რამდენჯერმე დავმარცხდით, რადგან "ბარსა" იმსახურებდა გამარჯვებას, ხოლო როდესაც ფრედ ვითამაშეთ, მაშინ ეს შედეგი დავიმსახურეთ. 90 წუთის განმავლობაში არ ვყოფილვართ მოგების ღირსნი. ჩემპიონთა ლიგის ზოგიერთი დაპირისპირებისას პირველებმა გავიტანეთ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მივიყვანეთ."

რაც შეეხება ოთხშაბათის მატჩს, მწვრთნელის თქმით, "უძლიერესი შეტევის ხაზი აქვთ "ბარსელონელებს", მაგრამ თუ თავს კარგად დავიცავთ, შანსი გვექნება." საკუთარ თავდამსხმელებთან დაკავშირებით, სიმეონემ ჟურნალისტები მინიშნებების გარეშე დატოვა. ასე რომ, გრიზმანთან ერთად მოედანზე შეიძლება ტორესი, კორეა ან გამეირო ვიხილოთ.

არგენტინელმა კომენტარი გააკეთა მადრიდელების ყოფილ და კატალონიელების ამჟამინდელ ფეხბურთელზე. "ჩვენი შეხედულება არდა თურანზე მუდამ დადებითი იქნება."

ბოლოს "ჩოლოს" კითხვა დაუსვეს ესპანური გუნდების იერარქიაში "ატლეტიკოს" ადგილის შესახებ. "არ ვცდილობთ, რომ სხვა კლუბებს მივუახლოვდეთ. ჩვენთვის აუცილებელია პროგრესი. ახალწვეულები ახალ შესაძლებლობებს აძლევენ გუნდის ნახევარდაცვასა და თავდასხმას, რადგან განსხვავებული თვისებები აქვთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #6 21 სექტემბერი 2016 20:36
    0
    დღეს უნდა მოვიგოტ 100%
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #5 21 სექტემბერი 2016 19:51
    0
    რაგაც გული ცუდს მიგრძნობს
    RMA4
    სტუმარი [?]
    #4 21 სექტემბერი 2016 19:49
    0
    ციტატა: chorna777
    ჩემმა ბრატმა 100 ლარიი ხია ბარსას ჰანდიკაპი და რეალის ჰანდიკაპი satisfied ვეუბნებოდიი რადროს დაწერაა წამოდი ხინკალი ვჯამოთ შეჩემა ლანა მაგრამ ტიპმა დგეს ქალებში უნდა წავიდეთოო და ვნახოთ აბა თუ წამოვა ეგ ბილეთი heart_eyes ამაგამ ელ კლასიკო გაიმართება თუ ვერ მოიგებს მე ბარსას ფანი ვარ ის რეალის laughing


    ბარსას ჰანდიკაპი მეც მჭირდება იმედია წამოვა და 1ივე ტაიმში თან. რეალს ცოტა ქონდა ჰანდიკაპზე აღარ დავწერე და პირდაპირ ბარსას ფორა ვხიე 5.75 აქვს ეხლა არვიცი რატომ დავდე მარა თუ დაჯდა გაასწორებს ერთხელ მოსისხლე გუნდმაც რომ მიჯიგროს რა მოხდება :)
    Messi ney sua
    სტუმარი [?]
    #3 21 სექტემბერი 2016 18:17
    0
    Midit mglebooo
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 სექტემბერი 2016 17:30
    0
    სამი ლომის ძალა გადაწყვიტავს ყველაფერს.
    simona
    სტუმარი [?]
    #1 21 სექტემბერი 2016 15:22
    0
    ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ ვისკა ბარსა! heart_eyes heart_eyes heart_eyes