ოფიციალურად: ბუსკეტსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" და სერხიო ბუსკეტსმა, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიეს. დღეს კი, მხარეებმა დოკუმენტები ოფიციალურად გააფორმეს.
კატალონიური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, "ბარსელონამ" და ბუსკეტსმა 2021 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმეს. შეთანხმება თანამშრომლობის 2 წლით ავტომატურად გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბუსკეტსი გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, 2023 წელს, ბუსკეტსი უკვე 35 წლის იქნება.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 28 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.
სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 2008 წლიდან თამაშობს. ამ 8 წლის განმავლობაში, ბუსკეტსმა 390 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 24 ტიტული მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]