ინიესტას უნიკალური მიღწევა
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი და ლეგენდა ანდრეს ინიესტა უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. მან საგოლე გადაცემა პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 გათამაშებაში გააკეთა.
გუშინ, "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში (1:1), ივან რაკიტიჩს საგოლე გადაცემა სწორედ ინიესტამ გაუკეთა. ეს ლა ლიგის ზედიზედ მე-14 გათამაშებაა, რომელშიც ინიესტა თანაგუნდელს მინიმუმ ერთ შედეგიან გადაცემას უკეთებს. 32 წლის ფეხბურთელი ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც ასეთი მიღწევა აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]