ლიგის ფინალის საუკეთესო ინიესტა გახდა

ლიგის ფინალის საუკეთესო ინიესტა გახდა

UEFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის შეხვედრაში, საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა აღარეს.

ფინალი, რომელიც "ბარსამ" 3-1 მოიგო, ინიესტამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან შეხვედრის მე-4 წუთზე რაკიტიჩს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ის 78-ე წუთზე ჩავიმ შეცვალა.

ინიესტა გახდა "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელიც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ესპანელი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.