მარტინო: "ვიცოდი, რომ მესი გადაწყვეტილებას შეიცვლიდა და ნაკრებში დაბრუნდებოდა"
"ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ხერარდო "ტატა" მარტინოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კატალონიური კლუბის ლიდერი, ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშს განაახლებდა.
მარტინომ აღნიშნა, რომ არგენტინული ფეხბურთისთვის მესის მნიშვნელობა შეუფასებელია.
"როდესაც მესის სიტყვები მოვისმინე, ვიცოდი, რომ დროთა განმავლობაში ის შეიცვლიდა გადაწყვეტილებას და ნაკრებში დაბრუნდებოდა. ვიცოდი, რომ ის თავის სიტყვებზე დაფიქრდებოდა. ეს დელიკატურ მომენტში თქვა, როდესაც გუნდმა კიდევ ერთი ფინალი წააგო. მე მივხვდი, რომ ის გადახედავდა ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ნახავს თუ რას ნიშნავს გულშემატკივრებისა და გუნდისთვის." - ციტირებს მარტინოს ESPN.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ნაკრებიდან წასვლა 2016 წლის საუკუნის კოპა ამერიკის ფინალში, ჩილესთან მარცხის შემდეგ გადაწყვიტა. თამაში ნულოვან ფრედ, 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი არგენტინელებმა ანგარიშით 2:4 წააგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]