ტერ შტეგენი სუბისარეტას რეკორდს მიუახლოვდა
კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდის დასამყარებლად ემზადება.
22 წლის გერმანელ გოლკიპერს უკვე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 25 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამით მან ჩავი ერნანდესისა და ლიონელ მესის შედეგი გაიმეორა.
ამ მხრივ რეკორდსმენი ანდონი სუბისარეტა გახლავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტერ შტეგენს კი შანსი აქვს, რომ სულ მალე გახდეს "ბარსელონას" ის ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე ზედიზედ ყველაზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]