ტერ შტეგენის ისტორიული მიღწევა
"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდის თანამფლობელი გახდა.
როგორც იცით, პრიმერას 31-ე ტურში, "ბარსელონამ" "ლეგანესი" 3:1 დაამარხა. კატალონიური გუნდი უკვე 38 თამაშია არ დამარცხებულა, რაც "სოსიედადის" მიერ 1979-1980 წლებში დამყარებული რეკორდის გამეორებაა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ 38 თამაშიდან ყველაში მიიღო მონაწილეობა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენია. "ბარსას" გერმანელი მეკარე გახდა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც პრიმერას ზედიზედ 38 ტურში ითამაშა და ყველა მათგანი წაუგებლად ჩაატარა. აქამდე ეს შედეგი ოლაისოლას, ლოპეს უფარტეს, არკონადასა და სელაიეტას ჰქონდათ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ოთხივე ეს ფეხბურთელი "სოსიედადში" თამაშობდა.
თუ ტერ შტეგენმა ერთ კვირაში "ვალენსიასთანაც" ითამაშა და მისმა გუნდმა კვლავ არ წააგო, გერმანელი უნიკალური შედეგის ავტორი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]