"ბარსელონა" ვიდალს ბოლომდე ბრძოლას ურჩევს

"ბარსელონა" ვიდალს ბოლომდე ბრძოლას ურჩევს

"ბარსელონას" წარმომადგენლები გუნდის მარჯვენა მცველს, ალეიშ ვიდალს მოუწოდებენ რთული სიტუაციის მიუხედავად არ დანებდეს და სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლოს.

ვიდალს, "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. კატალონიურ კლუბში გადასვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში მას თამაშის უფლება არ ჰქონდა, სეზონის მე-2 ნახევარი კი კატალონიელმა მცვლემა აშკარად ჩააგდო. ვიდალი იმედებს მიმდინარე სეზონზე ამყარებდა, მაგრამ პრიმერას 6 შეხვედრიდან მან მონაწილეობა მხოლოდ ერთში მიიღო. ბოლო მატჩებში ვიდალი გუნდის განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი გუნდის იანვარში გამოცვლას გეგმავს. მისით იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულნი.

თუმცა, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს ფეხბურთელი იოლად არ ეთმობათ. "ბარსას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, ვიდალს შეხვდა და შეეცადა ის დაერწმუნებინა, რომ ხელები არ ჩამოუშვას და ლუის ენრიკეს ნდობის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #5 2 ოქტომბერი 2016 10:37
    0
    უნდა მოუმატოოოს[hide][/hide]
    Daviti
    სტუმარი [?]
    #4 30 სექტემბერი 2016 21:20
    0
    Kargi ikneba tu darcheba meore marjvena ganapira mcveli gveyoleba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2016 17:05
    0
    ესეც რა მაგარია რა, ლუის ენრიკეს ნდობის მოპოვება მხოლოდ მოედანზე კარგი თამაშით არის შესაძლებელი და არა ვარჯიშით და სკამზე ჯდომით შესაბამისათ ისეთი ფეხბურთელი როგორიც ვიდალია, რომელიც განაცხადშიც კი ვერ ხვდება, ვერასროს ვერაფერს დაამტკიცებს ენრიკეს ხელში. და რომც მოხვდეს განაცხადში სათადარიგოზე ეძინება ტიპს და მასეთ სიტუაციაში მისთვისვე აჯობებს ხელებიც ჩამოუშვას და რაც შეიძლება მალე წავიდეს ბარსადან.
    LEO MESSI - 10
    სტუმარი [?]
    #2 30 სექტემბერი 2016 13:53
    0
    WAVIDES JOBIA MATIEC MIAYOLET
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 სექტემბერი 2016 12:24
    0
    ნამდვილად არაა ცუდი ფეხბურთელი, მუშაობა სჭირდება
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️