ენრიკე ვიდალს შანსს "დეპორტივოსთან" მისცემს
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მივიწყებულ ალეიშ ვიდალს "დეპორტივოსთან" გასამართ მატჩში თავის გამოჩენის შანსს მისცემს.
ვიდალი, მიმდინარე სეზონში, გუნდის 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.
ცნობილია, რომ "ბარსელონას", "დეპორტივოსთან", ძირითადი მარჯვენა მცველი სერჟი რობერტო ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ასტურიელი სპეციალისტი 3 მცველით თამაშსა და მარჯვენა ფლანგის რაფინია ალკანტარასთვის ჩაბარებას გეგმავდა. თუმცა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, ენრიკემ აზრი შეიცვალა და მან გადაწყვიტა, შანსი ალეიშ ვიდალს მისცეს.
"ბარსელონა" და "დეპორტივო" ერთმანეთს 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]