ლუის ენრიკეს გეგმები უმტიტისა და მესისთან დაკავშირებით
სანაკრებო პაუზის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ სიტისთან" ტურის ცენტრალურ შეხვედრას გამართავს.
რა თქმა უნდა, "ბარსელონას" "ქალაქელებთან" იოლი მატჩი არ ელის და კატალონიელთა დამრიგებელს სურს, რომ ამ შეხვედრისთვის ყველა საკვანძო ფეხბურთელი მზად ჰყავდეს.
მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ლიონელ მესის სახით ძალიან დიდი დანაკლისი აქვს. გუნდს ასევე ვერ ეხმარება სამუელ უმტიტი, ახალგაზრდა ფრანგი, რომელსაც ბევრი სასტარტო თერთმეტეულის წევრად მიიჩნევს.
ლეო მესიც და სამუელ უმტიტიც ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა განაცხადს მიღმა დატოვეს, რაც მათ უკეთ გამოჯანმრთელებაში შეუწყობს ხელს. თუ მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდა, ფრანგიც და არგენტინელიც "სიტისთან" მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]