ლუის ენრიკეს ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები

ლუის ენრიკეს ერთი გადაწყვეტილება დარჩა მისაღები

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, "მანჩესტერ სიტისთან" ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. Sport-ის ცნობით, ასტურიელმა სპეციალისტმა უკვე იცის 10 ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ.

შეტევის ხაზს, რა თქმა უნდა, ლეო მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი დააკომპლექტებენ. ნახევარდაცვაშიც გასული სეზონის უცვლელი სამეული ითამაშებს სერხიო ბუსკეტსის, ივან რაკიტიჩისა და ანდრეს ინიესტას სახით.

დაცვის ფლანგებზე ახლახანს გამოჯანმრთელებულ ხორდი ალბასა და სერჟი რობერტოს ვიხილავთ.

კარში აუცილებლად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იდგება.

რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იქნება ხერარდ პიკე. ერთადერთი კითხვა კი ისაა, თუ ვინ ითამაშებს კატალონიელის გვერდით. ლუის ენრიკეს 2 ალტერნატივა აქვს - ხავიერ მასკერანო, ან სამუელ უმტიტი. კატალონიელი ჟურნალისტები უპირატესობას არგენტინელს ანიჭებენ. მართალია, მასკერანო უმტიტისთან შედარებით გადაღლილია, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგ მცველს დიდი ხანია არ უთამაშია და მას პრაქტიკა აკლია. თუმცა, უშანსოდ არც ისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    bibi1980
    სტუმარი [?]
    #5 17 ოქტომბერი 2016 17:08
    0
    Умтити ара квери. Маске ра ткма унда
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #4 17 ოქტომბერი 2016 16:52
    0
    უმტიტი მეორე ტაიმში
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2016 16:12
    0
    ნუ ამან იმედია არ წაუშტერებს და მატიეს არ დააყენებს უმტიტი კარგია მაგრამ ბოლო მატჩებია მასკეც მომწონს მე მასკე მინდა მერე თU რამე შეცვალოს
    kushkush
    სტუმარი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2016 14:08
    0
    უმტიტი ან მასკერანო გააჯმევინეთ მატიეს საერთოდ გუნდიდან
    maricule
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2016 13:18
    0
    gadaglili roa