"ბარსელონას" ევროპაში ყველაზე მეტი გოლი დაუგროვდა
ლუის ენრიკეს გუნდი წელს ძალიან ბევრ გოლს იტანს. ამ სეზონში, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ჯამში "ბარსელონამ" 31 გოლი გაიტანა, ჩატარებულ 9 მატჩში, რაც ნიშნავს, რომ ლურჯ-ბროწეულისფერები საშუალოდ მატჩში 3.4 გოლს იტანენ. 22 გოლი მათ ლა ლიგაში გაიტანეს, 9 კი - ჩემპიონთა ლიგაზე.
ამ სეზონის მხოლოდ ქვეყნების ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ გოლებს დავთვლით, "ბარსელონას" 25-25 გოლით "მანჩესტერ სიტი" და "მონაკო" მოსდევენ. თავის მხრივ, მეოთხე და მეხუთე ადგილს დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი იკავებენ 24 და 21 გოლი, ასევე 21 გოლი აქვს გატანილი პსჟ-ს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიაში ერთი ტურით ნაკლებია ჩატარებული, ხოლო საფრანგეთი ტურების რაოდენობით ინგლისსა და ესპანეთს ჩამორჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]