მანოლასი "ბარსას" ინტერესთა სფეროში მოხვდა
"რომას" მცველმა, კოსტას მანოლასმა, შესაძლოა, მომავალი წლის ზაფხულს კლუბი შეიცვალოს.
როგორც Sport.es იტყობინება, ფეხბურთელი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა. წყაროს ინფორმაციის თანახმად, ბერძენი მცველი, შესაძლოა, ტომას ვერმაელენის ტრანსფერის ნაწილი გახდეს, რომელიც მიმდინარე სეზონის სტარტამდე რომაელებმა არენდით აიყვანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სკაუტები არაერთხელ დაესწრნენ "რომას" მატჩებს, რათა მანოლასს დაკვირვებოდნენ. თუ რომაელები ვერმაელენის მომსახურებაზე უარს იტყვიან, მაშინ კატალონიელებს 25 წლის ბერძენის სანაცვლოდ არანაკლებ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. "რომას" 8 მილიონ ევროდ ბელგიელის გამოსყიდვის უფლება აქვს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ტომას ვერმაელენმა იტალიური სერია A-ს მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
30 წლის ბელგიელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]