გვახსოვდეს "ბარსელონას" ლეგენდები - პაულინო ალკანტარა

გვახსოვდეს "ბარსელონას" ლეგენდები - პაულინო ალკანტარა

1896 წლის 7 ოქტომბერს, ფილიპინების რესპუბლიკაში კერძოდ კი ილოილოში დაიბადა კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, პაულინო ალკანტარა. ის იყო პირველი აზიელი, რომელმაც ევროპული კლუბის მაისური მოირგო.

ალკანტარამ საფეხბურთო კარიერის 15 წელი "ბარსელონას" მიუძღვნა. ჩატარებულ 357 მატჩში მან 369 გოლი გაიტანა. რაც მთავარია პაულინო გუნდთან ერთად კატალონიის ჩემპიონი (9) და სამეფო თასის მფლობელი (5) გახდა.

1927 წლის 5 ივლისს, მან ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და სამომავლოდ ექიმი გახდა.

პაულინო ალკანტარა 1964 წლის 13 თებერვალს, ბარსელონაში გარდაიცვალა.

დღევანდელი დღე მხოლოდ ამ ისტორიული მოვლენით არ არის გამორჩეული. 1989 წლის 7 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩი 3 დანიშნული თერთმეტმეტრიანით შემორჩა ისტორიას. 2 მადრიდელთა კარში დაინიშნა, ხოლო 1 მასპინძლების. ყველა მათგანი ზუსტად იქნა შესრულებული. მატჩის დამატებით წუთებზე მოედნიდან ბერნდ შუსტერი გააძევეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ოქტომბერი 2016 19:11
    0
    კომენტატორი მიკი მაუსია?
    bowtie bowtie bowtie bowtie bowtie bowtie