13 თებერვალი

13 თებერვალი

1994 წლის 13 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის ფარგლებში "ბარსელონა" "ლა რომერედზე" გაანადგურა "სარაგოსამ", ანგარიშით 6:3. ამ ბოლო 5 მატჩში "ბარსელონა" მხოლოდ 4 ქულის აღებას ახერხებს. ტურნირის დარჩენილ 15 შეხვედრაში "ბარსამ" 13 მოგება და 2 ფრე ჩაიწერა ანგარიშზე.

1979 წლის 13 თებერვალს, მექსიკის ქალაქ სამორა-დე-იდალგოში დაიბადა რაფაელ მარკესი, რომელმაც "ბარსას" რიგებში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

1964 წლის 13 თებერვალს, ბარსელონაში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა პაულინო ალკანტარა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში "ბარსას" რიგებში 357 მატჩი ჩაატარა და 357 გოლი გაიტანა. ალკანტარა დღემდე ითვლება "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, ვინც კი ოდესმე მოედანზე გამოსულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.