"ბარსელონას" ბელერინი აღარ აინტერესებს
კატალონიის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ გუნდმა მარჯვენა მცველი უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინოს.
ბოლო დროს "ლურჯ-ბროწეულისფრები" აქტიურად განიხილავდნენ ლონდონის "არსენალის" ესპანელი განაპირა მცველის, ექტორ ბელერინის ვარიანტს, თუმცა როგორც ჩანს, კატალონიური გრანდი მის ტრანსფერზე მუშაობას შეეშვა.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, ამიერიდან "ბარსელონას" სატრანსფერი პრიორიტეტი "ვალენსიას" პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანესლო იქნება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანა" კანსელოს ტრანსფერში ალეიშ ვიდალს ჩართავს, რომელიც ამჟამინდელი სიტუაციით ძალიან უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება სურს.
კანსელომ მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" ფორმა 7 მატჩში მოირგო. პორტუგალიელს Transfermarket 15 მილიონ ევროდ აფასებს, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ღამურებთან" 2021 წლამდეა გათვლილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]