სილესენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულმა, იასპერ სილესენმა გასულ შაბათს მიღებული ტრავმის გამო ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ბანაკი დატოვა და ესპანეთში გაფრინდა, სადაც "სიუტატ დეპორტივაზე" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
როგორც იცით, "ბლაუგრანას" მეკარემ სავარჯიშო სესიაზე კოჭი დაიზიანა. ჰოლანდიის ნაკრებმა სილესენი "ტოტენჰემის" კიპერით, მიჰელ ვორმით ჩაანაცვლა.
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სილესენი "დეპორტივოსთან" მატჩისთვის მზად ვერ იქნება, მაგრამ "სიტის" მზად დაუხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]